სამედიცინო სექტორის მუშაკებმა საქართველოს ჯანმოდან გამოსვლა მოითხოვეს, ვინაიდან ორგანიზაციას „ადამიანების საცდელ თაგვებად გამოყენება სურს“.
მიკრობიოლოგმა ლევან ჩხიკვაძემ ჯანმოს „კრიმინალური ორგანიზაცია“ უწოდა, რომლის ინტერესები არანაირ კავშირში არაა ადამიანების დაცვასთან. მისი თქმით, მსგავსი აქციები უკვე ორ-ნახევარი წელია იმართება, თუმცა მასმედია მათ არ აშუქებს, რადგან „კონტროლს ექვემდებარებიან“.
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნებია: რეფერენდუმი საქართველოს ჯანმოდან გამოსვლის თაობაზე და ქვეყნის მთავარი ინფექციონისტების – პაატა იმნაძის, ამირან გამყრელიძის და თენგიზ ცერცვაძის დაკავებული პოზიციებიდან გათავისუფლება.