თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისის დროით 12:43 საათზე დმანისიდან სამხრეთ-დასავლეთით 24 კილომეტრში, სოფელ სამებასთან 3,0 (ML) მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, იუწყება სეისმური მონიტორინგის ეროვნული ცენტრი.
მიწისძვრის ეპიცენტრი 10 კილომეტრის სიღრმეში მდებარეობდა.
ინფორმაცია მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ არ ვრცელდება.