Made in Georgia: თბილისელებსა და დედაქალაქის სტუმრებს საინტერესო ბაზრობაზე იწვევენ

ბაზრობაზე ტრადიციისამებრ წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელი, ჩანთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, სუვენირები, აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები და ა.შ.
Sputnik
თბილისი, 19 ივნისი — Sputnik. თბილისური ქუჩის ბაზრობა Tbilisi Street Market თბილისელებს და დედაქალაქის სტუმრებს ყოველ უქმეებზე ეპატიჟება რუსთაველის გამზირზე, სადაც ორიგინალური ქართული ნაწარმი გაიყიდება.
მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე და მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის წინ მოწყობილ ბაზრობებზე ყველა მსურველი შეძლებს საქართველოში დამზადებული ორიგინალური საავტორო ნივთების შეძენას. ბაზრობები ღია იქნება 14:00 საათიდან 21:00 საათამდე. დასწრება თავისუფალია.
ბაზრობაზე ტრადიციისამებრ წარმოდგენილი იქნება ქართველი დიზაინერების მიერ შექმნილი ტანსაცმელი, ჩანთები, ხალხური რეწვის ნიმუშები, სუვენირები, აქსესუარები, საკანცელარიო ნივთები და ა.შ.
პროექტში მეწარმეების ამპლუაში მონაწილეობის მსურველებმა უნდა გაიარონ რეგისტრაცია.
Tbilisi Street Market თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.