წნორში ბავშვი სანიაღვრე არხში დაიხრჩო

სავარაუდოდ, მოზარდს წვიმის დროს გზაზე ფეხი დაუცდა და ის სანიაღვრე არხში ჩავარდა.
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. სიღნაღის მუნიციპალიტეტში ცხრა წლის ბავშვი სანიაღვრე არხში დამხრჩვალი იპოვეს. ინფორმაციას ტელეკომპანია „ფორმულა“ ავრცელებს.
შემთხვევა 17 ივნისს ქალაქ წნორში მოხდა.
სავარაუდოდ, ბავშვი არხში ძლიერი წვიმის დროს ჩავარდა, როდესაც სახლიდან მაღაზიაში მიდიოდა.
მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
წყარო - ტელეკომპანია „ფორმულა“