გორში ტურისტებისთვის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა

ცენტრი ტურისტებს გორის მუნიციპალიტეტის ღირსშესანიშნაობების შესახებ სრულ ინფორმაციას მიაწვდის
Sputnik
თბილისი, 18 ივნისი – Sputnik. გორში ტურისტებისთვის ახალი საინფორმაციო ცენტრი გაიხსნა, აცხადებს ადგილობრივი ხელისუფლება.
ტურისტული ობიექტი „ლომჭაბუკის“ სკვერში მდებარეობს. ცენტრი როგორც უცხოელ, ასევე ადგილობრივ ტურისტებს საჭირო ინფორმაციას მიაწვდის გორის მუნიციპალიტეტში არსებული ტურისტული ადგილებისა და ღირშესანიშნაობების შესახებ.
ცენტრის გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი, შიდა ქართლში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილე აბელ აბესაძე და ხელისუფლების სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ახალი საინფორმაციო ცენტრი ერთ-ერთია იმ ობიექტებს შორის, რომელიც პროექტის „ადგილობრივი ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება გორში მდგრადი განვითარების“ ფარგლებში ევროკავშირისგან მოპოვებული გრანტით მოეწყო.