თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის საერთაშორისო აეროპორტი Skytrax World Airport Awards 2022-ზე ზედიზედ მეცხრედ დასახელდა აღმოსავლეთ ევროპის საუკეთესო აეროპორტების ჩამონათვალში, ნათქვამია კომპანია TAV Georgia-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
Skytrax – გავლენიანი ბრიტანული საკონსულტაციო კომპანიაა, რომელიც მსოფლიოს აეროპორტებსა და ავიაკომპანიებში მომსახურების ხარისხს მრავალი წელია იკვლევს და აფასებს. Skytrax World Airport Awards-ის ექსპერტები მსოფლიოს 550 აეროპორტის 106 სხვადასხვა ეროვნების 13 მილიონზე მეტი მგზავრის შეფასებას ეყრდნობიან.
რეიტინგში, რომელშიც თბილისის აეროპორტი მერვე ადგილს იკავებს, ერ-რიადის, ნიუ-იორკის, დამამის, სიეტლის, კასაბლანკას, სოლტ ლეიკ სითის, ადის აბებას, ბერლინისა და ნურ-სულთანის აეროპორტები მოხვდნენ.
„Skytrax-ის ეს აღიარება 12 თვის განმავლობაში აეროპორტის ხარისხის და სერვისის გაუმჯობესების კუთხით მნიშვნელოვან ზრდას ასახავს და აეროპორტის განვითარებისთვის წლის მანძილზე განხორციელებული ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობას უსვამს ხაზს“, – აღნიშნავენ კომპანიაში.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტს მართავს თურქული კომპანიაTAV-Georgia – TAV Airports Holding-ის შვილობილი კომპანია, რომელმაც საქართველოში საქმიანობა 2005 წელს დაიწყო და მასთან კონტრაქტი 2027 წლამდეა გაფორმებული.