ყვითელი ამბები

შაილო პიტი-ჯოლის ცეკვა ინტერნეტ-სივრცეს იპყრობს - ნახეთ როგორ ცეკვავს ვარსკვლავების შვილი

Sputnik
ვარსკვლავური მშობლების ანჯელინა ჯოლისა და ბრედ პიტის 16 წლის ქალიშვილი შაილო საოცრად ნიჭიერი გოგონაა. ის უკვე წლებია ქორეოგრაფიით არის გატაცებული და შესანიშნავად ცეკვავს.
ახლახან ინტერნეტ-სივრცე გოგონას ცეკვის ვიდეომ დაიპყრო. ის ლას-ვეგასში მდებარე Doja Cat-ის საცეკვავო სტუდიაში, „ლიზოს“ სიმღერაზე About Damn Time ენერგიულად ცეკვავს.
შაილოს შავი ორეული აცვია, ზედაზე Beatles აწერია, ფეხზე კი Vans-ის სპორტული ფეხსაცმელი აქვს მორგებული.

„შაილოს ცეკვა ძალიან უყვარს და საცეკვაო სტუდიაში უკვე წლებია დადის. მას იქ უამრავი მეგობარი ჰყავს, მისი ქორეოგრაფიის მასწავლებელი აღფრთოვანებულია მისი ნიჭით და აცხადებს, რომ გოგონას შესაძლებლობებს საზღვარი არ აქვს“, – ამბობს ინსაიდერი.