თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. საქართველოს ეროვნული ბანკი ამკაცრებს წესებს მეწარმეების მიერ ფულის უცხოურ ვალუტაში გადარიცხვების დროს, ნათქვამია ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებაში შეტანილ ცვლილებებში.
ცვლილებების თანახმად, ბანკი ვალდებული იქნება გადამხდელი მეწარმე სუბიექტისგან დამატებით მოითხოვოს გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები, თუ უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის თანხა აღემატება 100 ათასი ლარის ეკვივალენტს, ხოლო გადარიცხვას ახორციელებს მაღალი რისკის სტატუსის მქონე კლიენტი, ან ოპერაცია უკავშირდება ეროვნული ბანკის გარკვეული წესებით დადგენილ მაღალი რისკების კრიტერიუმებს, და ხორციელდება ოფშორულ ზონებში.
ასევე დასაბუთებაა საჭირო, თუ ფულს 150 ათასი ლარის ეკვივალენტის ოდენობით რიცხავს საშუალო დონის რისკის კლიენტი, ნათქვამია დოკუმენტში.
რაც შეეხება დაბალი დონის რისკის კლიენტებს, უცხოურ ვალუტაში გადარიცხვის დროს ბანკს ექნება უფლება, თავად დააწესოს თანხის ლიმიტი, რაც გადარიცხვის საფუძვლის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლების გამოთხოვის წინაპირობას წარმოადგენს.
წესები 28 ივნისიდან ამოქმედდება.