საქართველო საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან ახალი კრედიტის პირველ ტრანშს მიიღებს

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოსთვის ახალი, 280 მლნ აშშ დოლარის მოცულობის პროგრამა დაამტკიცა.
ეს არის საფინანსო ინსტრუმენტი (Stand-By Arrangement) ე.წ. ბუფერული თანხა, რომელიც საჭიროების შემთხვევაში იქნება ათვისებული და წარმოადგენს დაზღვევის მექანიზმს ქვეყნის ეკონომიკისთვის.
საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველო დაუყოვნებლივ მიიღებს 40 მლნ დოლარს.

„საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ მხარდაჭერილი საქართველოს ხელისუფლების პროგრამა მიზნად ისახავს მაკროეკონომიკური სტაბილურობის შემდგომ განმტკიცებას, საშუალოვადიანი ზრდის პერსპექტივების გაზრდას რეგიონში არსებული გამოწვევების ფონზე“, – ნათქვამია განცხადებაში.

საქართველოში ეკონომიკური რეფორმების მხარდაჭერაზე მიმართული პირველი სამწლიანი პროგრამა, რომელიც სავალუტო ფონდმა 2017 წლის აპრილში დაამტკიცა, 2021 წელს დასრულდა. პროგრამის ფარგლებში გადარიცხვებმა 687 მლნ დოლარი შეადგინა.