თბილისი, 17 ივნისი – Sputnik. რუსეთი არ არის წინააღმდეგი, რომ უკრაინა ევროკავშირში გაწევრიანდეს, ეს სამხედრო ბლოკი არ არის, განაცხადა რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე.
„ყოველთვის წინააღმდეგი ვიყავით, რომ უკრაინის ტერიტორია სამხედრო გზით აეთვისებინათ, რადგან ეს ჩვენს უსაფრთხოებას ემუქრება; აი, რის წინააღმდეგ გამოვდიოდით. მაგრამ რაც შეეხება ეკონომიკურ ინტეგრაციას, კი ბატონო, ეს მათი არჩევანია“, – განაცხადა პუტინმა უკრაინის ევროკავშირში შესაძლო გაწევრიანებაზე კითხვის პასუხად.
ევროკომისიის კოლეგიამ პარასკევს ევროპულ საბჭოს (ევროკავშირის სამიტს) რეკომენდაცია მისცა, მიანიჭოს უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირში გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის სტატუსი, ხოლო საქართველოსთვის ამ სტატუსის მინიჭების საკითხი გადადოს. ამ საკითხზე ევროკავშირის სამიტზე ბრიუსელში 23–24 ივნისს იმსჯელებენ.
საიუბილეო (25-ე) პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი სანქტ-პეტერბურგში 15–18 ივნისს ტარდება და მისი მთავარი თემაა „ახალი მსოფლიო – ახალი შესაძლებლობები“.