ქუთაისში დასაქმების ფორუმი გაიმართება

ღონისძიების მიზანია რეგიონულ შრომის ბაზარზე სამუშაოს მაძიებლებსა და დამსაქმებლებს შორის პირდაპირი კომუნიკაცია შედგეს.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. ქუთაისში დღეს დასაქმების მასშტაბური ფორუმი გაიმართება, იუწყება საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო.
ფორუმზე, რომელიც დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს მხარდაჭერით ტარდება, 40-მდე კომპანია დაახლოებით 500 ვაკანსიას წარადგენს. ღონისძიება აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტში 14:00 საათზე დაიწყება.
ფორუმის მიზანია იმერეთის რეგიონში არსებული ვაკანსიებისა და სტაჟირების პროგრამების შესახებ ინფორმაციის ერთ სივრცეში თავმოყრა.
ფორუმზე წარმოდგენილი იქნება ვაკანსიები სავაჭრო, სამშენებლო, სარესტორნო, სამრეწველო და საბანკო სფეროებიდან.
სამუშაოს მაძიებლებს შესაძლებლობა ექნებათ შეხვდნენ პოტენციურ დამსაქმებლებს და უშუალოდ მათგან მიიღონ ინფორმაცია ვაკანსიების შესახებ.
დასაქმების ფორუმში მონაწილეობის მსურველებმა რეგისტრაცია უნდა გაიარონ ბმულზე.