ეკონომიკურ ფორუმზე DDoS შეტევის გამო პუტინის სიტყვით გამოსვლა ერთი საათით გადაიდო

Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა სანქტ-პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმზე სიტყვით გამოსვლა ერთი საათით გადადო ჰაკერული თავდასხმის გამო, განაცხადა მისმა პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა.
მისი თქმით, ფორუმის სისტემებზე მასიური DDoS შეტევები ჯერ კიდევ გუშინ დაიწყო.

„გაძლიერებული DDoS შეტევების გამო მწყობრიდან გამოვიდა მონაწილეთა აკრედიტაციის ბაზა და დაშვების სისტემა. <...> სპეციალისტები მუშაობენ პრობლემის მოგვარებაზე. ყველაფერი მოგვარებადია, თუმცა ამას დრო სჭირდება“, — განმარტა პესკოვმა.

მანამდე მან განაცხადა, რომ ვლადიმირ პუტინი ფორიუმზე სიტყვით გამოსვლას გეგმავდა, რა დროსაც პრეზიდენტი ეკონომიკურ მდგომარეობასა და კრიზისის მიზეზებზე ისაუბრებდა.
სანქტ-პეტერბურგში 15-დან 18 ივნისამდე საიუბილეო XXV საერთაშორისო ეკონომიკური ფორუმი იმართება.