პუტინის მთავარი გზავნილები ეკონომიკურ ფორუმზე ამ დროისათვის

Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი პეტერბურგის საერთაშორისო ეკონომიკურ ფორუმზე სიტყვით გამოდის.
აღსანიშნავია, რომ მისი გამოსვლა დაგეგმილზე გვიან დაიწყო — როგორც პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა განმარტა, ფორუმის სისტემებზე DDoS შეტევების გამო.
ამ დროისათვის რუსეთის ლიდერის მთავარი განცხადებები ასე გამოიყურება:
დასავლელმა პარტნიორებმა შეგნებულად გამოუთხარეს ძირი საერთაშორისო სისტემას თავიანთი გეოპოლიტიკური ილუზიების სახელით;
დასავლელი კოლეგები ცდილობენ დაუპირისპირდნენ ისტორიის მსვლელობას, აზროვნებენ გასული საუკუნის კატეგორიებით;
ამჟამინდელი ეკონომიკური ფორუმი მიმდინარეობს რთულ დროს, როდესაც საბაზისო ეკონომიკური პრინციპებიც კი დარტყმის ქვეშაა;
საფუძვლიანადაა შერყეული საქმიანი რეპუტაცია და ნდობა ვალუტების მიმართ, ეს მიზანმიმართულად გაკეთდა;
შაბლონები პოლიტიკასა და ეკონომიკაში არ მუშაობს, თუმცა დასავლური ქვეყნები ცდილობენ მათ დაწესებას;
შეერთებულმა შტატებმა, ცნო რა თავი ცივ ომში გამარჯვებულად, თავისი ინტერესები წმინდად გამოაცხადა;
ახლა თამაში ერთ კარში მიდის, ამ პირობებში სამყარო არასტაბილურია;
ეკონომიკასა და საერთაშორისო პოლიტიკაში ამჟამინდელი ცვლილებები ტექტონიკური და რევოლუციურია;
დასავლეთის მმართველი ელიტა ილუზიებშია და არ სურთ ცვლილებების შემჩნევა;
„ოქროს მილიარდის“ ქვეყნები კვლავაც თავიანთ კოლონიებად მიიჩნევენ ყველა დანარჩენს;
დასავლეთი უბოდიშოდ ავრცელებს თავის ეთიკასა და კულტურას, გამოიყენება ყველაფერი, მათ შორის სპორტიც;
რუსეთის წინააღმდეგ სანქციები გიჟური და დაუფიქრებელია, მათი მიზანია რუსეთის ეკონომიკის თავხედური შეტევით ჩახშობა, მაგრამ ეს არ გამოვიდა;
რუსეთის ეკონომიკასთან დაკავშირებით გაზაფხულის დასაწყისში გაჟღერებული პირქუში პროგნოზები არ გამართლდა;
შელოცვები დოლარზე 200 რუბლად და სხვა დასავლური პროგნოზები — ეს საინფორმაციო ბრძოლის ნაწილია;
ევროპული ქვეყნების ლიდერები არაფორმალურ საუბარში განიხილავენ სანქციებს და აცხადებენ, რომ ისინი შეიძლება გამოყენებულ იქნეს ნებისმიერი „უხერხული ქვეყნის“ წინააღმდეგ, მათ შორის ევროკავშირის წევრებისა...