ყვითელი ამბები

კრიშტიანუ რონალდუ „ოცნების სახლს“ იშენებს - ინტერნეტში ფოტოები ვრცელდება

Sputnik
თანამედროვე ფეხბურთის ვარსკვლავი კრიშტიანუ რონალდუ პორტუგალიაში „ოცნების სახლს“ იშენებს, რომლის ღირებულება 17 მილიონი დოლარია. ის ახალ სახლში ოჯახთან, ჟორჟინა როდრიგესთან, 5 შვილთან და დედასთან ერთად მას შემდეგ გადავა, როდესაც პენსიაზე გავა.
უზარმაზარი მიწა პორტუგალიურ რივიერაზე, ქვეყნის დასავლეთ ნაწილში, „კინტა დე მარიანიაზე“ მდებარეობს. ინტერნეტ-სივრცეში სახლის რამდენიმე ფოტოც გავრცელდა. ვარსკვლავური ოჯახი მართლაც „ოცნების სახლში“ იცხოვრებს.
ინსაიდერის ინფორმაციით, კრიშტიანუს სურს ოჯახს მაქსიმალური კომფორტი შეუქმნას.