ყვითელი ამბები

ჯონი დეპს ამჯერად მამაკაცზე ძალადობაში ადანაშაულებენ - ახალი საქმის დეტალები

Sputnik
ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო დავა ჯონი დეპის გამარჯვებით დასრულდა და ამაში დიდი წვლილი მის ადვოკატს კამილა ვასკესს მიუძღვის, რომელიც პროცესებზე მეტად მკაცრი და რადიკალური იყო. პროცესის დასრულების შემდეგ ვასკესი დააწინაურეს კიდეც.
ყვითელი ამბები
„მე ისევ მიყვარს ის...“ - ემბერ ჰერდი ჯონი დეპზე საუბრობს
ახლახან კი ცნობილი გახდა, რომ კამილა ვასკესი ჯონი დეპის კიდევ ერთ საქმეს გაუძღვება. საუბარია 2017 წელს მომხდარ ფაქტზე. დეპს ბრალად გადამღები ჯგუფის ერთ-ერთ წევრზე თავდასხმა ედება.
ჯონი დაადანაშაულეს იმაში, რომ მან გრეგ ბრუკს ორჯერ განზრახ ჩაარტყა მუშტი ნეკნებში. ეს მოხდა კრიმინალური დრამის „სიცრუის ქალაქის“ გადაღების დროს. აღსანიშნავია, რომ ამ ფაქტს არაერთი მოწმე ჰყავს და მსახიობს ყველა ერთხმად ადანაშაულებს ძალადობაში.