ყვითელი ამბები

გვანცა დარასელია შვილის უსაყვარლეს ვიდეოს აქვეყნებს - ნახეთ როგორ ცეკვავს პატარა ლილე

ცნობილმა ტელეწამყვანმა სოციალურ ქსელში შვილის მორიგი სახალისო ვიდეო გამოაქვეყნა.
Sputnik
ტელეწამყვან გვანცა დარასელიას ორი უსაყვარლესი შვილი ჰყავს: უფროსი ერეკლე და უმცროსი – ლილე, რომელიც გვანცამ ქვეყანას მეუღლის ვახო მჭედლიძის დაბადების დღეზე მოუვლინა.
ჟურნალისტი დიდ დროს უთმობს შვილებთან ურთიერთობას და სოციალურ ქსელშიც ხშირად აქვეყნებს მათ ფოტოებსა თუ ვიდეოებს.
ცოტა ხნის წინ გვანცამ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, სადაც ლილე მონდომებით ცეკვავს „ფლამენკოს“.