„ევროვიზია 2023“ უკრაინაში არ ჩატარდება

წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania.
Sputnik
თბილისი, 17 ივნისი — Sputnik. საერთაშორისო სიმღერის კონკურს „ევროვიზია 2023“-ს კონკურსის წლევანდელი გამარჯვებული ქვეყანა - უკრაინა არ უმასპინძლებს, წერს РИА Новости.

„კონკურსის ორგანიზატორების დასკვნით, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, უკრაინა 2023 წლის კონკურსის მიღებას ვერ შეძლებს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროპის მაუწყებელთა კავშირი მომავალი წლის „ევროვიზიის“ გასამართად მოლაპარაკებებს დიდ ბრიტანეთთან დაიწყებს.
„ევროვიზია-2022“ იტალიის ქალაქ ტურინში გაიმართა - 2021 წლის მაისში როტერდამში იტალიური ჯგუფ Maneskin-ის გამარჯვების წყალობით (სიმღერა Zitti e Buoni).
წლევანდელი კონკურსის გამარჯვებული გახდა უკრაინული ჯგუფი Kalush Orchestra სიმღერით Stefania.
ეს უკრაინისთვის მესამე გამარჯვებაა 2004 და 2016 წლების შემდეგ. წლევანდელ კონკურსზე უკრაინის წარმომადგენელმა ტელემაყურებლებისგან 439 ქულა მიიღო, რაც რეკორდულია კონკურსის ისტორიაში.