ყვითელი ამბები

ალეკ ბოლდუინი მერვე შვილის მამა გახდება - წყვილი ახალ ფოტოს აქვეყნებს

Sputnik
როგორც ცნობილია, 64 წლის ალეკ ბოლდუინი და მისი მეუღლე, 38 წლის ჰილარია მე-7 შვილის მშობლები გახდებიან. ცოტა ხნის წინ ჰილარიამ სოციალურ ქსელში ფოტოები გაავრცელა, მან ხელმომწერებს ექოსკოპიის ფოტო გაუზიარა.
„მოკითხვა ყველაზე პატარა ბოლდუინიტასგან“, – ასე დაასათაურა ფოტო მრავალშვილიანმა დედამ.
ალეკ ბოლდუინისთვის კი ეს მერვე შვილი იქნება, რადგან მას კიმ ბესინგერთან ქორწინებიდან 27 წლის ქალიშვილი ჰყავს.