ზურაბიშვილი: აზერბაიჯანი-სომხეთს შორის მშვიდობისთვის ევროკავშირის ძალისხმევა დასაფასებელია

სალომე ზურაბიშვილი ბაქოში საერთაშორისო ფორუმში მონაწილეობს.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველო მიესალმება ევროკავშირის ძალისხმევას აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის მშვიდობის დამყარებაში, განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბაქოს IX გლობალური ფორუმის გახსნაზე.
სახელმწიფოს მეთაურის თქმით, ევროკავშირს ამ საკითხში საჭირო გამოცდილება აქვს.

„სამხრეთ კავკასია შეიძლება გახდეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი რეგიონი, თუ აქ გრძელვადიანი მშვიდობა დამყარდება“, – ციტირებს ზურაბიშვილს „Sputnik-აზერბაიჯანი“.

ზურაბიშვილმა ასევე ხაზი გაუსვა სამხრეთ კავკასიის ქვეყნებს შორის ურთიერთობების განვითარების მნიშვნელობას.
ბაქოს ფორუმში „გამოწვევები გლობალური მსოფლიო წესრიგისთვის“, რომელიც 18 ივნისამდე გაგრძელდება, მონაწილეობას იღებს 53 ქვეყნის 400-მდე წარმომადგენელი, მათ შორის სახელმწიფო და მთავრობის ყოფილი და მოქმედი მეთაურები, ახალგაზრდა ლიდერები.