ყვითელი ამბები

„ფაიზერის“ საფირმო ღიმილი“ - სოსო პავლიაშვილი ჯასტინ ბიბერის ფოტოს აქვეყნებს

Sputnik
რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი სოსო პავლიაშვილი „ტელეგრამზე“ მომღერალ ჯასტინ ბიბერის ფოტოს ავრცელებს, რომელმაც ცოტა ხნის წინ განაცხადა, რომ სახის დამბლა აქვს.
ფოტოს პავლიაშვილის ირონიული კომენტარი ახლავს: „ოფიციალურად სახის დამბლა, რეალურად კი ფაიზერის საფირმო ღიმილია – მისი გვერდითი მოვლენა“.
მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა რამდენიმე დღის წინ გაამხილა, რომ რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო სახის ნახევარი პარალიზებული აქვს. დაავადების გამო მან მსოფლიო ტურნე შეაჩერა.
„გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ჩემი დაავადება პროგრესირებს. მე ახლა მარჯვენა თვალს ვერ ვახელ და გაღიმება მიჭირს. ილოცეთ ჩემთვის მეგობრებო“, – ამბობს 28 წლის მომღერალი.
კლინიკა „მეიოს“ მონაცემებით, რამსეი-ჰანტის სინდრომთან დაკავშირებულ სმენის დაკარგვასა და სახის ნერვის პარალიზებას, როგორც წესი, დროებითი ხასიათი აქვს, მაგრამ შეიძლება დაავადებამ მუდმივი სახეც მიიღოს.