თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებლის „პირველი არხის“ პირდაპირი ეთერი შენობაში ელექტრომომარაგების ბლოკის ლოკალური დაზიანების გამო ერთი საათით შეწყდა, ნათქვამია „პირველი არხის“ განცხადებაში.
ტექნიკური ხარვეზის გამო ახალი ამბების 18:00-საათიანი გამოშვება ეთერში ვერ გავიდა.
ამ დროისათვის მაუწყებლობა აღდგენილია.