საქართველოში პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშით მცურავი გემები დაჯარიმდნენ

გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 64 ათასამდე ლარი შეადგინა.
Sputnik
თბილისი, 16 ივნისი – Sputnik. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა საქართველოს აკვატორიაში შავი ზღვის დაბინძურების სამი ფაქტი გამოავლინა.
დეპარტამენტის ცნობით, პანამის, ლიბერიისა და ტანზანიის დროშებით მცურავმა გემებმა შავი ზღვა სამეურნეო წყლებით დააბინძურეს.

„ფოთისა და ბათუმის სასამართლოებმა სამივე გემი სამართალდამრღვევად ცნო და თითოეულს 65 ათასი ლარის ოდენობით ჯარიმა დააკისრა. გარემოსთვის მიყენებული ზიანის ოდენობამ 64 ათასამდე ლარი შეადგინა“, – ნათქვამია განცხადებაში.

გემებს საქართველოს ტერიტორიული წყლების დატოვებისა და თავისუფალი ნაოსნობის უფლება დაკისრებული საჯარიმო სანქციისა და გარემოსთვის მიყენებული ზიანის თანხის გადახდის შემდეგ მიეცათ.