ყვითელი ამბები

„53 წლის ვხდები...“ - ქალი, რომელიც გივი სიხარულიძესთან ცეკვის შემდეგ გახდა პოპულარული

Sputnik
მოცურავე, ბოდიფიტნესის მიმდევარი და წარმატებული სპორტსმენი მაკა ხიზანიშვილი პოპულარული გივი სიხარულიძესთან გადაღებული ვიდეოთი გახდა, სადაც ის და თბილისელი კოლორიტი ერთად ცეკვავენ.
მაკა ხიზანიშვილთან ინტერვიუ ჟურნალმა „გზამ“ ჩაწერა, სადაც ამბობს, რომ ბევრს არ სჯერა მისი ასაკის.

„21 აგვისტოს 53 წლის ვხდები. 50-ის რომ გავხდი, უნდა აღმენიშნა, მაგრამ მაშინ შეჯიბრებისთვის ვემზადებოდი, ძალიან მკაცრ კვებაზე ვიყავი და დაბადების დღე აღარ გადავიხადე. საერთოდ, დაბადების დღეს ვცდილობ თბილისში არ ვიყო. 52 წლის რომ გავხდი, შვილიშვილები მოვიდნენ, მიმღერეს და ასე მომილოცეს. ძალიან გამიხარდა. ტყუპები ექვს-ნახევარი წლის არიან და წელს სკოლაში მიდიან“, – ამბობს მაკა.