ყვითელი ამბები

კეიტ მიდლტონის დედა შვილის ნაცვამი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა - ფოტო

Sputnik
კეროლ და მაიკლ მიდლტონები სამეფო დოღზე გამოჩნდნენ, სადაც მედიის ყურადღების ცენტრში მოხვდნენ. საინტერესოა, რომ კეიტ მიდლტონის დედა ამ დღეს შვილის ცნობილი ვარდისფერი კაბით გამოჩნდა, რომელიც კეიტს რამდენჯერმე სხვადასხვა ღონისძიებაზე ეცვა.
ეს გახლავთ ბრენდი ME+EM-ის ვარდისფერი კაბა ულამაზესი ინგლისური საყელოთი.
სწორედ ეს კაბა ეცვა კეიტს 2021 წელს შოტლანდიაში ვიზიტისას, როცა ის სიმსივნით დაავადებულ პატარა გოგონას შეხვდა.