ყვითელი ამბები

„მე ისევ მიყვარს ის...“ - ემბერ ჰერდი ჯონი დეპზე საუბრობს

Sputnik
მსახიობი ემბერ ჰერდი სკანდალური სასამართლო დავის წაგების შემდეგ აცხადებს, რომ დღემდე შეყვარებულია ჯონი დეპზე. ემბერმა ექსკლუზიური ინტერვიუ მისცა ,,დღის შოუს” და სავანტა გუტრისთან თავის გრძნობებზე ისაუბრა.
ყვითელი ამბები
ჯონი დეპის პირველი ვიდეო TikTok-ზე და ემბერ ჰერდის მწვავე რეაქცია
მსახიობი უსამართლოს უწოდებს მოსამართლის განაჩენს და საუბრობს იმ სტრესზე, რომელიც ექვსკვირიანმა სასამართლო პროცესმა მოუტანა. ჟურნალისტის კითხვაზე, ისევ უყვარს თუ არა ყოფილი ქმარი, ჰერდმა დადებითად უპასუხა.
„დიახ, დიახ, მე ისევ მიყვარს ის. არ მაქვს ცუდი განწყობა მის მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ მცემდა და მამცირებდა”, – თქვა მსახიობმა.