ძლიერმა წვიმამ ონის მუნიციპალიტეტის სოფლებს პრობლემები შეუქმნა

ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოები.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ონის მუნიციპალიტეტში მოსულმა უხვმა ნალექმა კვაშხიეთის, ცხმორის, ფარახეთის ადმინისტრაციულ ერთეულებში შემავალი ექვი სოფელი დააზარალა, იუწყება ტელეკომპანია „იმედი“.
ძლიერი წვიმის შედეგად მდინარე ხეორი ადიდდა და კალაპოტიდან გადმოვიდა, რის შედეგადაც დაიტბორა შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო და სასოფლო-საუბნო გზები.
ფერდობიდან მოვარდნილმა ღვარცოფულმა შენაკადებმა დატბორა სოფელ ხეითში, კვაშხიეთსა და სევაში სასოფლო-სამეურნეო სავარგულები და საკარმიდამო ნაკვეთები. სოფელ ხეითში მდინარე ხეორმა სახიდე გადასასვლელიც დააზიანა.
პრობლემის დროულად მოგვარების მიზნით შეიქმნა სტიქიის შემსწავლელი დროებითი სამუშაო ჯგუფი, რომელიც დაითვლის სტიქიის შედეგად მიყენებულ ზარალს.
ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს სტიქიის სალიკვიდაციო სამუშოები.