წყალმომარაგება შეწყდება: GWP ისნის მოსახლეობას აფრთხილებს

წყალმომარაგების შეზღუდვისა და აღდგენის შესახებ ინფორმაციას კომპანია აბონენტებს წინასწარ, SMS-შეტყობინების სახით უგზავნის.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. ისნის რაიონის მოსახლეობას წყალმომარაგება 24 საათით შეუწყდება – 16 ივნისის 12:00 საათიდან 17 ივნისის 12:00 საათამდე. ინფორმაციას კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერი“ (GWP) ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციით, ქეთევან დედოფლის გამზირის სრული რეაბილიტაციის ფარგლებში GWP ხვალ წყალსადენის ახალ ქსელზე გადაერთების სამუშაოებს ჩაატარებს. დაგეგმილ სამუშაოებთან დაკავშირებით აუცილებელია მაგისტრალური ქსელის წყლისგან დაცლა.
სამუშაოების გამო წყალმომარაგება შეუწყდება ქეთევან დედოფლის გამზირის N37-65; N40-90, ბოჭორმის, იალბუზის, ლუსინიანის, კაჩინსკის, 300 არაგველის, შავსოფლის, ბოდბის, არბორშიკის, ზახაროვის, დოლაბაურის, პატარძეულის, კაკულიას, უჯარმის, ფორაქიშვილ-სარაჯიშვილის, გელოვანის და ახვლედიანის ქუჩებს.
კომპანია GWP ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტისთვის.