თბილისი, 15 ივნისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 16 ივნისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
საბურთალოს რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სოფელი დიღმის (ნაწილობრივ), ფარნავაზ მეფის გამზირის, აგრარული უნივერსიტეტის დასახლების, აღმაშენებლის ხეივნის (ნაწილობრივ), სამხედრო გზატკეცილის (ნაწილობრივ), დიღმის სასწავლო მეურნეობის (ნაწილობრივ), სოფელი ზუგოვანის, პეტრიწის, დემეტრე თავდადებულის, გოგიძის, ნოზაძის, სოლოღაშვილის, ჩოხელის და ფერაძის ქუჩების მოსახლეობას.
10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პეკინის გამზირის (ნაწილობრივ), იმედაშვილის, გაგარინის, შარტავას, დარასელიას, ოჩამჩირის, ლვოვის, ონიაშვილის და მგალობლიშვილის ქუჩების მოსახლეობას.
ისნის რაიონი
11:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის დასახლების (ნაწილობრივ), ქეთევან დედოფლის გამზირის (ნაწილობრივ), ცუცხვათის, ლასხიშვილის, წულუკიძის, შირაქის და აწყურის ქუჩების მოსახლეობას.
სამგორის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: იუმაშევის და ჯავახეთის ქუჩების მოსახლეობას.
მთაწმინდის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: კომკავშირის ხეივნის, სოლოლაკის ხევის, ბოტანიკურის, ასათიანის, ჩიტაძის, ჩაიკოვსკის, ბერიძის, ინგოროყვას და ჭონქაძის ქუჩების მოსახლეობას.
გლდანის რაიონი
10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: სკოლის, ბიჭვინთის, ზაჰესის, მანაგაძის, იპოლიტოვ-ივანოვის, ზარზმის, გმირ კურსანტთა და ჭელიძის ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.