თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. საბავშვო ფესტივალი-ბაზრობა სახელწოდებით KIDS ONLY FLEA MARKET დედაენის ბაღში 18 ივნისს გაიმართება.
ორგანიზატორები მსურველებს სთავაზობენ სახლში შეაგროვონ ყველა არასაჭირო ნივთი – ძველი წიგნები, სათამაშოები, რათა სიმბოლურ ფასად გაყიდონ, გააჩუქონ, ან უბრალოდ სხვა რამეში გადაცვალონ.
ფლი-მარკეტში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს.
„ერთად შევქმნათ ხალისიანი განწყობა ქალაქში, სანამ ზაფხულის არდადეგები სოფლად გადაინაცვლებს, ასე დავემშვიდობოთ ქალაქს", – წერენ ორგანიზატორები.