საქართველოში სამთო ველოსპორტში ქალთა ჩემპიონატი გაიმართება

შეჯიბრში მონაწილეობა შეუძლიათ უცხო ქვეყნის მოქალაქეებსაც, მაგრამ მხოლოდ კონკურსგარეშე.
Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. „საქართველოს ველოსპორტის ფედერაცია" სამთო ველოსპორტში (mountain bike) ქალთა პირველ ეროვნულ ჩემპიონატს 23 ივლისს ჩაატარებს.
სპორტულ ღონისძიებაზე დარეგისტრირება შეუძლია ყველა მსურველს, თუმცა კონკურსში მხოლოდ საქართველოს მოქალაქეები შეძლებენ მონაწილეობას.
მარშრუტის შესახებ ინფორმაციას ორგანიზატორები უახლოეს პერიოდში გაავრცელებენ. რეკომენდებული ველოსიპედებია სამთო, გრაველი და საიკლოკროსი.
ჩემპიონატზე ელექტროველოსიპედები არ დაიშვება.
ველოსიპედისტი
„მაუნთინბაიკი“ ანუ სამთო დაშვება, რომელიც აერთიანებს სამთო რბოლის ძირითად დისციპლინებს (მთიდან სწრაფდაშვება, რბოლა დასერილ ადგილებში, წინაღობათა გადალახვა, მთაზე ასვლა, ტრიუკები და ხტომები), ველოსპორტის ცალკე სახეობად 1970-იან წლებში ჩამოყალიბდა.
პირველი სპეციალური სამთო ველოსიპედი დააპროექტა ამერიკელმა კონსტრუქტორმა გარი ფიშერმა, მანვე დაიწყო ამ ველოსიპედების სერიული წარმოება. 1996 წელს სამთო დაშვება ოლიმპიური სახეობა გახდა. „მაუნთინბაიკის" ცალკეულ დისციპლინათა უმეტესობას სპორტის ექსტრემალურ სახეობებს მიაკუთვნებენ.