ყვითელი ამბები

„ნეტფლიქსი“ Squid Game-ის რეალითი შოუს იწყებს - საპრიზო თანხა 4,56 მილიონი დოლარია

Sputnik
სერიალ „კალმარის თამაშების“ არნახული რეიტინგისა და პოპულარობის შემდეგ სტრიმინგ სერვისმა „ნეტფლიქსმა“ სერიალზე დაყრდნობით რეალითი შოუს შექმნა გადაწყვიტა. Squid Game: The Challenge – ასე ჰქვია ახალ რეალითი შოუს, რომელშიც 456 ადამიანი მიიღებს მონაწილეობას. საპრიზო ფონდი 4,56 მილიონ დოლარს შეადგენს.
ყვითელი ამბები
„კალმარის თამაშებს“ პოპულარობით ახალმა კორეულმა სერიალმა გადაასწრო – ვიდეო
აღსანიშნავია, რომ ეს სატელევიზიო კონკურსების ისტორიაში ყველაზე დიდი საპრიზო თანხა და მონაწილეთა რეკორდული რაოდენობაა.
რეალითი შოუში 10 ეპიზოდი იქნება, გადაღებები კი დიდ ბრიტანეთშია დაგეგმილი. სერიალისგან განსხვავებით, დავალებები მონაწილეთა სიცოცხლეს საფრთხეს არ შეუქმნის და სასტიკი ელემენტებისგან თავისუფალი იქნება.