მსოფლიო დღეს

პოლონეთი და აშშ უკრაინის საზღვართან მარცვლეულის საწყობებს ააგებენ

Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პოლონეთი და შეერთებული შტატები მალე შეთანხმდებიან უკრაინული მარცვლეულისთვის საწყობების მშენებლობის ტექნიკურ საკითხებზე, განაცხადა პოლონეთის მთავრობის სპიკერმა პეტრ მიულერმა.

„ამ საკითხში ჩვენ ვთანამშრომლობთ ამერიკელ მეგობრებთან, რადგან ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი თემა, რომელიც აფრიკის სასურსათო უსაფრთხოების ელემენტია. ტექნიკური საკითხები, მათ შორის ბუნკერების ადგილმდებარეობის შესახებ, უახლოეს მომავალში იქნება შეთანხმებული“, — განაცხადა მიულერმა.

მანამდე აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები და ევროკავშირი უკრაინის საზღვრებზე ხორბლის ტრანსპორტირებისთვის დროებითი შენახვის ობიექტების აშენებას გეგმავენ.
ბოლო პერიოდში სურსათზე მსოფლიო ფასების ზრდა რუსეთსა და უკრაინას შორის შეიარაღებული კონფლიქტის ფონზე დაიწყო. ამ დროისათვის უკრაინის პორტებში 25 მილიონი ტონა მარცვლეულია ბლოკირებული. მოსკოვი და კიევი ერთმანეთს ადანაშაულებენ უკრაინიდან მარცვლეულის ექსპორტის კუთხით შექმნილ პრობლემებში. გაეროს განცხადებით, მარცვლეულის მიწოდების პრობლემამ შეიძლება გლობალური სასურსათო კრიზისი გამოიწვიოს.