მსოფლიო დღეს

პალესტინის ლიდერი რუსეთში არ ჩავა: ელჩმა მიზეზი განმარტა

Sputnik
თბილისი, 15 ივნისი — Sputnik. პალესტინის ლიდერ მაჰმუდ აბასის ახალ ვიზიტს რუსეთში საჰაერო მიმოსვლასთან დაკავშირებული პრობლემები აფერხებს, განაცხადა პალესტინის ელჩმა მოსკოვში აბდელ ჰაფიზ ნოფალმა.

„აბასს უყვარს რუსეთი. მაგრამ ახლა ძნელია ვიზიტის დაგეგმვა საჰაერო მიმოსვლის გამო. ეს თითქმის შეუძლებელია. როცა ამის შესაძლებლობა გაჩნდება, რა თქმა უნდა, ჩამოვა“, – აღნიშნა დიპლომატმა.

მანამდე აბდელ ჰაფიზ ნოფალმა განაცხადა, რომ პალესტინას მოსკოვის დახმარების იმედი აქვს რიგი პრობლემების გადაჭრის კუთხით, რომლებიც ახლა ახლო აღმოსავლეთის წინაშე დგას.
მიმდინარე წლის გაზაფხულზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაჰმუდ აბასი მოსკოვს, სავარაუდოდ, 9 მაისს ეწვეოდა, თუმცა კრემლმა ეს ინფორმაცია უარყო. აბასი რუსეთში ბოლოს 2021 წლის ნოემბერში იმყოფებოდა. მაშინ პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ის სოჭში მიიღო.