ყვითელი ამბები

„დემენცია დაეწყო და მაინც ატარებდა მანქანას“- კახი კავსაძის ვაჟი მამის ბოლო წლებს იხსენებს

Sputnik
მსახიობ კახი კავსაძის ვაჟმა ირაკლი კავსაძემ მამის სიცოცხლის ბოლო წლები გაიხსენა და აღნიშნა, რომ მსახიობს ბოლო პერიოდში დემენცია დაეწყო, მაგრამ მაინც ატარებდა მანქანას და ცურავდა. ამის შესახებ ირაკლიმ გადაცემა „ღამის პრაიმტაიმში“ ისაუბრა.
სტალინის მასწავლებელი, ქართველი შინდლერი და შავი აბდულა: კახი კავსაძის მონათხრობი
2021 წლის 27 აპრილს 85 წლის ასაკში გარდაიცვალა მსახიობი კახი კავსაძე, რომელიც ბოლო ორი თვის განმავლობაში პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.
კახი კავსაძეს კორონავირუსი 2020 წლის 28 ნოემბერს დაუდგინდა. რამდენიმეკვირიანი მკურნალობის შემდეგ მსახიობი ბინაზე გაწერეს, თუმცა ჯანმრთელობის გაუარესების გამო ისევ მისი საავადმყოფოში დაბრუნება გახდა საჭირო.