ყვითელი ამბები

„დეპმა ნაფიცი მსაჯულები იდეალური თამაშით მოხიბლა“ - ემბერ ჰერდი დუმილს არღვევს

Sputnik
ემბერ ჰერდმა ყოფილ ქმართან ჯონი დეპთან სასამართლო პროცესის წაგების შემდეგ დუმილი დაარღვია და ერთ-ერთ გადაცემაში „არასამართლიანი ვერდიქტის“ შესახებ ისაუბრა.
მსახიობი აცხადებს, რომ ჯონი დეპმა ნაფიცი მსაჯულები იდეალური სამსახიობო შესრულებით მოხიბლა.
„მან ისინი მოხიბლა იდეალური, ფანტასტიკური თამაშით სასამართლო პროცესებზე. მე ნაფიც მსაჯულებს არ ვადანაშაულებ, მათი ძალიან კარგად მესმის, ჯონი იდეალური მსახიობია, სხვაგვარად ვერც იქნებოდა“, – განაცხადა ჰერდმა, რომელსაც მიაჩნია, რომ ვერდიქტი არასამართლიანი იყო.