დღეს 2022 წლის 15 ივნისია, ოთხშაბათი. კლებადი მთვარე თხის რქის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა მერკური მფარველობს.
რასაც არ უნდა აკეთებდეთ, ზომიერების გრძნობა არ დაივიწყოთ. გახსოვდეთ, რომ აუცილებელია დასვენება – ორგანიზმს სიმტკიცეზე ნუ გამოსცდით. ამასთან, დაფიქრდით – მართლა მნიშვნელოვანია თუ არა თქვენი მიზანი, რომელზეც უამრავ დროსა და ენერგიას ხარჯავთ.
ვერძი: გარშემომყოფებთან ურთიერთობები რთული იქნება. შესაძლოა, მოგეჩვენოთ, რომ ისინი სპეციალურად ცდილობენ თქვენს გამოყვანას მდგომარეობიდან, ამიტომ სჯობს, მნიშვნელოვან თემებზე საუბარი გადადოთ. კარგი დღეა დამოუკიდებლად მუშაობისთვის. ფრთხილად იყავით ფინანსურ საკითხებში.
კურო: დილას სასიხარულო მოვლენები გელოდებათ. მოახერხებთ რთულ სამუშაო საკითხებთან გამკლავებას. კარგი იქნება ინიციატივის გამოჩენა. დღის მეორე ნახევარი საორგანიზაციო საკითხებს, მნიშვნელოვან საქმიან შეხვედრებს დაუთმეთ. საღამო შესანიშნავი დროა რომანტიკული პაემნისთვის.
ტყუპი: დატვირთული დღე გელოდებათ. მოგიწევთ სრულიად ახალი საქმეების გაკეთება. ამას კარგად გაუმკლავდებით, უბრალოდ, შესაძლოა, მეტი დრო დაგჭირდეთ. ხელსაყრელი დღეა მგზავრობისთვის. ახლობლებთან კონტაქტი იოლი იქნება. შეძლებთ მათთან სხვადასხვა საკითხზე შეთანხმებას,
კირჩხიბი: სჯობს, დილისთვის მნიშვნელოვანი საქმეები არ დაგეგმოთ. მოსალოდნელია რაღაც დასანანი შემთხვევები. მაგრამ სიტუაცია მალე შეიცვლება უკეთესობისკენ. დღის მეორე ნახევარში თამამად შეგიძლიათ შეეჭიდოთ ახალ საქმეებს. შესაძლებელია მეგობრული ან რომანტიკული ურთიერთობების დაწყება.
ლომი: დღის დასაწყისი ძალიან კარგი დროა იმ ადამიანთან შესახვედრად, რომელთანც შეთანხმებას ვერ ახერხებთ. ამჯერად შეძლებთ საერთო ენის გამონახვას. ხელსაყრელი დროა ასევე დოკუმენტების გასაფორმებლად. ფინანსური საკითხების გადასაჭრელად. საღამოს კარგი იქნება, თუ დაისვენებთ და გაერთობით.
ქალწული: შეახსენეთ თავი ძველ კოლეგებს, არაა გამორიცხული, რომ მათ რამე საინტერესო შემოგთავაზონ. არის შანსი ასევე, რომ მნიშვნელოვანი ინფორმაცია მოიპოვოთ. საღამოს სასიხარულო ამბავია მოსალოდნელი. შესაძლოა, გაიგოთ, რომ პრობლემა, რომელიც ბოლო დროს გაწუხებდათ, გადაწყდა.
სასწორი: დღე მცირე სირთულეებისა და უსიამოვნებების გარეშე, სავარაუდოდ, არ ჩაივლის, მაგრამ პოზიტიური ტენდენციების გავლენა მალე გაძლიერდება, სწრაფად გაერკვევით, როგორ უნდა იმოქმედოთ. გამოგადგებათ ძველი ნაცნობების დახმარება. გაგახარებთ ახლობლებან ურთიერთობები.
მორიელი: ნუ მოითხოვთ შეუძლებელს ნურც თქვენი თავისა და ნურც ირგვლივ მყოფებისგან. ეს თავიდან აგაცილებთ იმედგაცრუებას, დაგიზოგავთ დროსა და ენერგიას. ფინანსური საკითხების გადაჭრის დროს ფრთხილად იყავით. ხელსაყრელი დღეა სწავლისთვის, ინფორმაციის შეგროვებისთვის.
მშვილდოსანი: კარგი დღეა მნიშვნელოვან, საკამათო საკითხებზე დალაპარაკებისა და მათი გადაწყვეტისთვის. შესაძლებელია თანხის მიღება. გაგიმართლებთ სიყვარულშიც. არაა გამორიცხული რომანტიკული ურთიერთობების დაწყება, რომელიც მნიშვნელოვან როლს შეასრულებს თქვენს ცხოვრებაში.
თხის რქა: სწორად უნდა შეაფასოთ დღეს გაჩენილი იდეები. შესაძლოა, ყველას განხორციელება ვერ მოხერხდეს ამჟამად. ყურადღებით უნდა იყოთ დოკუმენტების გაფორმების დროს, განსაკუთრებით, თუ ეს ფულთან არის დაკავშირებული. პირად ურთიერთობებში პოზიტიური ტენდენციები ჭარბობს.
მერწყული: საინტერესო და ნაყოფიერი დღეა. შეგიძლიათ ახალი საქმის დაწყება. სირთულეები მოსალოდნელი არ არის. არაა გამორიცხული ახალი მოკავშირეების გამოჩენა და მათთან მეგობრული ურთიერთობები. ფინანსური საკითხები ზუსტად ისე გადაწყდება, როგორც თქვენ გინდათ,თან სწრაფად და იოლად.
თევზები: არ გადადოთ მნიშვნელოვანი საქმეები – დილიდანვე შეუდექით მათ. ამ დროს წარმატებების მიღწევის დიდი შანსი გაქვთ. დღის მეორე ნახევარიც არ ჩაივლის ურიგოდ, მაგრამ უფრო მშვიდი პერიოდი იქნება. მოგინდებათ დასვენება. საღამოს შეგიძლიათ მგზავრობა, გასეირნება ახლობლებთან ერთად.