ყვითელი ამბები

ბიონსემ და ჯეი-ზიმ 10 წლის ქალიშვილი გამოაჩინეს - გოგონა საოცრად ჰგავს დედას - ფოტოები

Sputnik
მომღერალ ბიონსესა და ჯეი-ზის 10 წლის ქალიშვილი ბლუ აივი დიდი ხნის პაუზის შემდეგ საზოგადოების წინაშე გამოჩნდა. ის და ჯეი-ზი NBA-ს საფინალო მატჩს დაესწრნენ. საზოგადოება აღფრთოვანებული იყო გოგონასა და ბიონსეს მსგავსებით.
ინტერნეტ-სივრცე ვარსკვლავური დედა-შვილის ფოტოებმა მალევე მოიცვა. „დედის ორეული“, „ასეთი მსგავსება არ მინახავს“, „გაჭრილი ვაშლივით ჰგვანან ერთმანეთს“, „ბლუ აივი დედას ბაძავს“, – წერენ კომენტარებში.
ბიონსეს და ჯეი-ზის სამი შვილი ჰყავთ – გოგონა ბლუ და ტყუპი ვაჟები – რუმ და სირ კარტერები.
წყვილმა 2008 წელს იქორწინა, თუმცა ისინი უკვე თითქმის 20 წელია ერთად არიან.