წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება

დაშბაშის კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტში 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განხორციელდა.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. წალკის კანიონის შუშის ხიდზე მდებარე კაფე-ბარი, ყველაზე მაღალი რესტორნის სტატუსით, გინესის რეკორდების წიგნში მოხვდება. ამის შესახებ ისრაელის კომპანია „კასს ლენდის“ გენერალურმა დირექტორმა ეკატერინე თორდიამ განაცხადა.
მისი თქმით, 240 მეტრი სიგრძის პანორამული ხიდი და შუაში დაკიდებული რესტორანი ინვესტიციის პირველი ნაწილია.
თორდიამ მადლობა გადაუხადა საქართველოს ხელისუფლებას ჯანსაღი საინვესტიციო გარემოს შექმნისთვის. შუშის ხიდის გახსნის ცერემონიას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია დაესწრნენ.
კომპანია „კასს ლენდმა“ წალკის მუნიციპალიტეტში, დაშბაშის კანიონის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურის განვითარების პროექტში 120 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელა.