თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს

შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. თბილისში, მუხრანის ქუჩაზე სპეცოპერაციის შედეგად ნარკორეალიზატორი დააკავეს, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი 2“.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, თბილისის გარდა, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ქვეყნის მასშტაბით ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად კიდევ რამდენიმე ნარკორეალიზატორი დააკავა.
უწყებას სპეცოპერაციასთან დაკავშირებით ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.