საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს

კონკურსის მიზანი უცვლელია – თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის ტრადიციის პოპულარიზაცია.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი – Sputnik. საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის (UPU) ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო ახალგაზრდული კონკურსის ეროვნული შესარჩევი ეტაპის გამარჯვებულები გამოვლინდნენ, იუწყება „საქართველოს ფოსტა“.
საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
2022 წლის საკონკურსო თემა იყო „მისწერე წერილი გავლენიან ადამიანს, თუ რატომ და როგორ უნდა მიიღონ ზომები კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით”. კონკურსის მიზანია თანამედროვე ტექნოლოგიების ეპოქაში წერილის წერის ტრადიციის პოპულარიზაცია.
საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
კონკურსში მონაწილეობის მიღება 9-15 წლის მოზარდებს შეეძლოთ. ღონისძიების ორგანიზატორი იყო „საქართველოს ფოსტა“, მხარდამჭერები – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, ასევე გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
ჟიურის მიერ გამოვლინდა საუკეთესო სამეული, ასევე „საქართველოს ფოსტის“ და სხვა უწყებების რჩეულები:
საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
პირველი ადგილი - ლილე ხორიაშვილი, ივანე ჯავახიშვილის სახელობის რუსთავის N24 ქართული გიმნაზია
მეორე ადგილი - თამარ ნაკანი, დაბა მესტიის N3 საჯარო სკოლა
მესამე ადგილი - ჯუბა ბახტაძე, გალაქტიონ ტაბიძის სახელობის ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ივანდიდის საჯარო სკოლა
„საქართველოს ფოსტის“ რჩეული - მარიამ გაბათაშვილი, გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ კაჭრეთის საჯარო სკოლა
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს რჩეული - დეა ლონდარიძე, აკაკი წერეთლის სახელობის რუსთვის N8 საჯარო სკოლა
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს რჩეული - მარიამ სიხარულიძე, ჩოხატაურის რაიონის სოფელ შუა ამაღლების საჯარო სკოლა
საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს რჩეული - ნიკოლოზ ღვანია, ფოთის N3 საჯარო სკოლა.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე წელს საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობა მიიღო 400-მდე მოზარდმა. ყველა მონაწილე სიგელებითა და საჩუქრებით დაჯილდოვდა, აღნიშნეს „საქართველოს ფოსტაში“.
საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს

კონკურსის შესახებ

წერილის წერის საერთაშორისო კონკურსს საფუძველი ჩაეყარა 1971 წელს „მსოფლიო საფოსტო კავშირის" ტოკიოს კონგრესზე. წელს ის 50 წლის იუბილეს აღნიშნავს. ყოველწლიურად კონკურსში „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრი ქვეყნებიდან მილიონობით მოზარდი მონაწილეობს.
საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
ეროვნული ოპერატორები მართავენ კონკურსს „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ წევრ 192 ქვეყანაში. სხვადასხვა ქვეყნებში გამოვლენილი გამარჯვებულები საერთაშორისო მასშტაბით განაგრძობენ შეჯიბრს. გამარჯვებულ ქვეყანას „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ჟიური გამოავლენს.
საქართველოში მსოფლიო საფოსტო კავშირის წერილების კონკურსის გამარჯვებულები გამოავლინეს
პირველი ადგილის მფლობელი წერილი გაიგზავნება „მსოფლიო საფოსტო კავშირში“ და ჩაერთვება საერთაშორისო საკონკურსო პროგრამაში. „მსოფლიო საფოსტო კავშირის” საერთაშორისო კონკურსში გამარჯვებული ავტორის/ქვეყნის დაჯილდოების ცერემონია გაიმართება 2022 წლის 9 ოქტომბერს, ფოსტის საერთაშორისო დღეს, „მსოფლიო საფოსტო კავშირის“ ცენტრალურ ოფისში (ბერნი, შვეიცარია).
წყარო - საქართველოს ფოსტა