„ტკბილი და ცივი": მთაწმინდაზე ნაყინის ფესტივალი გელოდებათ

ღონისძიების ორგანიზატორები სტუმრებს საინტერესო გასართობ პროგრამასაც ჰპირდებიან.
Sputnik
თბილისი, 14 ივნისი — Sputnik. ნაყინის ფესტივალი-დღესასწაული 17 ივლისს მთაწმინდის პარკში ამ ტკბილეულის მოყვარულებს იწვევს, იუწყებიან ორგანიზატორები.
სეზონის ერთ-ერთი ყველაზე „ტკბილი“ ფესტივალი სტუმრებს ნაყინის სხვადასხვა ასორტიმენტს შესთავაზებს. ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებენ ადგილობრივი და უცხოური კომპანიები, რომელთა პროდუქციის გასინჯვასაც ნებისმიერი მსურველი ფესტივალის დღეს უფასოდ შეძლებს.
„როგორც ყოველთვის, თქვენ აქ დაგხვდებათ ნაყინის უამრავი სახეობა, კომპანიების მრავალფეროვნება, სასიამოვნო გარემო და გასართობი პროგრამა“, – ნათქვამია განცხადებაში.
ნაყინი
ფესტივალი სტუმრებს 11:00 საათიდან 20:00 საათამდე უმასპინძლებს.
თბილისში, მთაწმინდის პარკში ნაყინის ფესტივალი მერვედ ტარდება. პირველად იგი 2014 წელს ჩატარდა. მაშინ მასში ათი კომპანია მონაწილეობდა. ფესტივალის მასშტაბი და მონაწილეთა რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება.