ყვითელი ამბები

„ეს სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე მოპარული ფული...“ - ლექს-სენი სტეფანესთან დაპირისპირებაზე

Sputnik
რეპერმა ლექს-სენმა გადაცემა „ია ფარულავას კონვერტში“ მომღერალ სტეფანე მღებრიშვილთან წარსულში არსებული გაუგებრობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მან ტენდერის მოგების შემდეგ რეპერი კონცერტებიდან მოხსნა.
ყვითელი ამბები
„ზოგს უყვარს ექსტრიმი სექსის დროს... მე საწოლში მირჩევნია“ - სტეფანე მღებრიშვილი
„ვიღაცებმა რაღაც ტენდერები მოიგეს, ტარდებოდა კონცერტები და მე ამომაგდეს. გამეცინა. რამდენიმე კონცერტი იყო. რაღაცებზე დავხუჭე თვალი. მერე, უბრალოდ რომ მოვიკითხე რაშია საქმე-მეთქი, ფორმატში არ ჯდებიო. ეს მახსოვს კარგად და მაგაზე გამეცინა”, – განაცხადა ლექსო ქავთარაძემ და აღნიშნა, რომ საქმის გარკვევა არც უცდია.

„საქმე უნდა გაარჩიო შენ საპირწონესთან. რომ შევხვდე, სათქმელს ყოველთვის ვეუბნები ადამიანს, არ გვქონია გადაკვეთა. მთავარი სხვა რამეა – ადამიანს არ უნდა აჩვენო კონკრეტულ მომენტში და მოვლენიდან გამომდინარე, შენი წყენა, სისუსტე. მაშინ გამოდიოდა, რომ იმისმა ფორმულამ იმუშავა. ამ დროს მე, პირიქით, ზემოდან შევხედე”, – ამბობს მუსიკოსი.

კითხვაზე, თავად რატომ არ უცდია ტენდერის მოგება, ლექს-სენი პასუხობს: „შენი ინტერესის სფერო თუ არის – ვიღაც „გაპარსო” რაღაცაში, მაშინ შენ არ დაგაფასებენ, როგორც შემსრულებელს და არტისტს. ჩემთვის ეს სიყვარული უფრო მეტია, ვიდრე ერთხელ მოპარული ფული“.