ყვითელი ამბები

დეპი-ჰერდის პროცესზე წარდგენილი ნივთმტკიცებები eBay-ზე იყიდება - გაინტერესებთ ფასი?

Sputnik
ჯონი დეპისა და ემბერ ჰერდის სასამართლო პროცესი დასრულდა, თუმცა მასზე, როგორც ჩანს, კიდევ დიდხანს მოგვიწევს საუბარი.
ექვსკვირიან, საკმაოდ დაძაბულ და მრავალფეროვან პროცესზე მხარეების მიერ არაერთი ნივთმტკიცება იყო წარდგენილი, მათ შორის წყვილის პირადი ჩანაწერები, დღიური და უამრავი ფოტო.
სულ ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ პროცესზე წარდგენილი ნივთები გასაყიდად eBay-ზე გაიტანეს. საუბარია ემბერის წერილზე, დღიურზე და სამაჯურზე. ჩანაწერები 15.000 დოლარად, ხოლო სამაჯური 5.000 დოლარად არის შეფასებული.