ყვითელი ამბები

„ილოცეთ ჩემთვის...“ - ჯასტინ ბიბერი პარალიზებულია

Sputnik
მომღერალმა ჯასტინ ბიბერმა გაამხილა, რომ რამსეი-ჰანტის სინდრომის გამო სახის ნახევარი პარალიზებული აქვს. დაავადების გამო მან მსოფლიო ტურნე შეაჩერა.
„გამოჯანმრთელებისთვის ყველაფერი გავაკეთე, მაგრამ ჩემი დაავადება პროგრესირებს. მე ახლა მარჯვენა თვალს ვერ ვახელ და გაღიმება მიჭირს. ილოცეთ ჩემთვის მეგობრებო“, – ამბობს 28 წლის მომღერალი.
კლინიკა „მეიოს“ მონაცემებით, რამსეი-ჰანტის სინდრომთან დაკავშირებულ სმენის დაკარგვასა და სახის ნერვის პარალიზებას, როგორც წესი, დროებითი ხასიათი აქვს, მაგრამ შეიძლება დაავადებამ მუდმივი სახეც მიიღოს.