ყვითელი ამბები

ჩცდ-ის მსახიობი ანა ჯავახიშვილი გათხოვდა - ნახეთ ქორწილის ფოტოები „მაკდონალდსიდან“

Sputnik
„ჩემი ცოლის დაქალებში“ ქრისტინე ქალთევზაშვილის როლის შემსრულებელი მსახიობი ანა ჯავახიშვილი გათხოვდა. მისი რჩეული დემეტრე ხოფერიაა.
მსახიობმა სოციალურ ქსელში გლამურული ქორწილის ფოტოები გამოაქვეყნა. ფოტოების ავტორი ლევან მენთეშაშვილია.
პატარძალი მოკლე საქორწილო კაბაში შესანიშნავად გამოიყურება. ქორწილი ერთ-ერთ შატოში შედგა, თუმცა ფოტოსესია წყვილმა, არც მეტი, არც ნაკლები, „მაკდონალდსის“ ერთ-ერთ ფილიალში გადაიღო.