სიკვდილი ნგრევა და მტაცებლები ქუჩებში — თბილისის წყალდიდობა ფოტოებში

ის საშინელი ღამე დიდხანს დარჩება თბილისელთა მეხსიერებაში. 13 ივნისის გვიან ღამით, ძლიერი წვიმის შემდეგ, მანამდე მშვიდი მდინარე ვერე ნაპირებიდან გადმოვიდა და თბილისის ცენტრი წალეკა
Sputnik
თავდაპირველად სვანიძის ქუჩა დაიტბორა და წყალი ძაღლების თავშესაფარში შევარდა. შემდეგ ტალახიანი ნაკადები ცენტრისკენ დაიძრა და გზადაგზა ყველაფერი გაანადგურა. წყალმა დაფარა თბილისის ზოოპარკი.
1 / 15

მოვარდნილ ადიდებულ მდინარეს ისეთი საშინელების მოხდენა შეუძლია, რომ წარმოდგენაც კი ძნელია

2 / 15

ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარე ვერემ თბილისსა და თბილისელებს უზარმაზარი ზარალი მიაყენა და არაერთი სიცოცხლეც წაიღო

3 / 15

მოვარდნილმა წყალმა ჯერ მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარი დატბორა

4 / 15

მერე კი ღვარცოფი ქალაქის ცენტრისკენ დაიძრა

5 / 15

წყალმა ვაკე-საბურთალოს გზას გადაუარა, დაანგრია ხიდები და თავად გზა

6 / 15

წყალდიდობა ისეთ დროს დაიწყო, როცა ქუჩებში ბევრი მანქანა მოძრაობდა. გადარჩენისთვის ბრძოლა ბევრს მოუხდა

7 / 15

მერე წყალი თბილისის ზოოპარკში შევარდა

8 / 15

ცხოველთა ნაწილი პირდაპირ ვოლიერებში დაიღუპა

9 / 15

ნაწილმა კი გისოსებისთვის თავის დაღწევა შეძლო და თავის გადასარჩენად ქუჩებს მიაშურა. მათ შორის იყვნენ მტაცებლებიც

10 / 15

ზოოპარკიდან გამოვიდა ბეჰემოთი ბეგიც, რომელიც დილით გმირთა მოედანზე აღმოაჩინეს და ისევ უკან დააბრუნეს

11 / 15

ზოგმა ცხოველმა გზებზე მიტოვებულ ავტომობილებს შეაფარა თავი, მაგრამ წყალმა შიგ მანქანებში მოახრჩო ბევრი მათგანი

12 / 15

წყალდიდობის შედეგად 200-ზე მეტი ოჯახი დაზარალდა. დაიღუპა 21 ადამიანი, ორი კი დღემდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად მიიჩნევა

13 / 15

ასე გამოიყურებოდა სასიკვდილოდ განწირული ადამიანებისა და ცხოველების „ავტოგრაფები“ — ნაკვალევები ზოოპარკთან

14 / 15

წყლის ძალით დამტვრეულ-გასრესილ მანქანებს ნახავდით ყველგან, სადაც კი ვერემ გაიარა

15 / 15

წყალდიდობის შედეგების ლიკვიდაციაზე, ჯარის ნაწილების გარდა, თბილისელებიც მუშაობდნენ — მათ საკუთარი ხელებით დაასუფთავეს ქალაქი