თბილისი, 12 ივნისი - Sputnik. თბილისში, დიღმის მასივში ორი პირი ცივი იარაღით დაჭრეს, იუწყება ტელეკომპანია „მთავარი“.
შემთხვევა თბილისში, დიღმის მასივში გუშინ საღამოს მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, მომხდარს წინ დაპირისპირება უძღოდა. სისხლიან გარჩევაში ათამდე ახალგაზრდა მონაწილეობდა.
დაშავებულებს ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობები აქვთ მიყენებული და ახლა საავადმყოფოში არიან მოთავსებული. დაჭრილებს ქირურგიული ოპერაცია ჩაუტარდათ და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზად ქალი სახელდება.
გამოძიება განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 19-108-ე მუხლით მიმდინარეობს.
წყარო - „მთავარი არხი“