ილია მეორემ მორწმუნეებს სულთმოფენობა მიულოცა

სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება
Sputnik
თბილისი, 12 ივნისი – Sputnik. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ სამების საკათედრო ტაძარში საზეიმო საკვირაო წირვის დროს მორწმუნეებს სულთმოფენობის დღესასწაული მიულოცა.
სულთმოფენობის დღესასწაული უფლის ბრწყინვალე აღდგომიდან 50-ე დღეს აღინიშნება – ეს დღე ითვლება ქრისტეს ეკლესიის დაარსების დღეთაც.
„ჩვენთან არს ღმერთი! გილოცავთ ამ დიდებულ დღესასწაულს! მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი, მადლი წმინდისა სამებისა გფარავდეთ თქვენ, სრულიად საქართველოს და მთელ მსოფლიოს“, - ბრძანა ილია მეორემ.
პატრიარქმა ამცნო მრევლს, რომ ყოვლადწმინდა სამების ტაძრის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი იოანე (მჭედლიშვილი) დაჯილდოებულია მეორე ჯვრის ტარების უფლებით.
გარდა ამისა, დღეს ილია მეორემ ბადუაშვილების გვარი დალოცა.