თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. ამერიკის დედაქალაქში, თეთრი სახლის წინ, ვაშინგტონის მონუმენტთან იარაღის ფლობის წესების გამკაცრების მოთხოვნით მრავალათასიანი საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, წერს РИА Новости.
შეკრებილების წინაშე სიტყვით გამოდიან მასობრივი სროლის შედეგად გადარჩენილები ჩიკაგოდან, ბუფალოდან და სხვა ქალაქებიდან. ისინი მართლმსაჯულებისა და სამართლიანობისკენ მოუწოდებენ.
„ყოველდღიური სროლა ყოველდღიური პრობლემაა“, - სკანდირებდა ხალხი. აქციის მონაწილეთა ბანერებზე არის წარწერები „სენატორების შეცვლა შეიძლება, ბავშვების - არა“, „ხელები საჭიროა ჩახუტებისთვის“, „მოქმედების დროა“.
აქციაზე მორიგეობენ პოლიციელები, ღონისძიება მშვიდ გარემოში მიმდინარეობს.