თბილისი, 11 ივნისი – Sputnik. საქართველოს თავდაცვის ძალებმა პარაშუტისტების დღე მასობრივი საპარაშუტო ხტომებით პირველად აღნიშნა, ნათქვამია თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.
ღონისძიება ბოლნისში მდებარე მაიორ გელა ჭედიას სახელობის სპეციალური დანიშნულების სასწავლო ცენტრის საპარაშუტო მომზადების სკოლაში გაიმართა.
საქართველოს თავდაცვის ძალების სპეციალური ოპერაციების ძალების რეინჯერთა ბატალიონის პირადმა შემადგენლობამ შეასრულა საპარაშუტო ხტომები ორი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან, შემდეგ კი თავისუფალი ვარდნით ხტომები ერთი ერთეული AN-2 ტიპის საფრენი აპარატიდან.
პარაშუტისტის დღე თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ 2021 წელს დააარსა. პარაშუტისტების პროფესიული დღის დაწესებას საფუძვლად დაედო ქართველი სამხედრო პარაშუტისტების მიერ 1999 წლის 9 ივნისს განხორციელებული პირველი საპარაშუტო ხტომები.
წყარო - თავდაცვის სამინისტრო